BREAKING: მიულერმა ბაიერნის დატოვება გადაწყვიტა? - ყველაფერი, რაც ტომასის მომავალზე უნდა იცოდეთ » სპორტის ხაზი

BREAKING: მიულერმა ბაიერნის დატოვება გადაწყვიტა? - ყველაფერი, რაც ტომასის მომავალზე უნდა იცოდეთ

BREAKING: მიულერმა ბაიერნის დატოვება გადაწყვიტა? - ყველაფერი, რაც ტომასის მომავალზე უნდა იცოდეთ
10-05-2023, 12:58
Aa Aa
გაზიარება:

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტომას მიულერი მისი ამჟამინდელი მდგომაროებიდან გამომდინარე სერიოზულად განიხილავს ბაიერნის დატოვების შესაძლებლობას.

საქმე იმაშია, რომ 33 წლის შემტევი ბოლო პერიოდში ბაიერნის სასტარტო შემადგენლობის წევრი არ არის და საკმარისი სათამაშო დრო არ აძლევა.

როგორც იწერება, მიულერი კარიერის დასრულებას არ განიხილავს, რადგან თამაშის გაგრძელება მინიმუმ 2024 წლამდე სურს. გარდა ამისა, გერმანულ მედიაში ირწმუნებიან, რომ თუ მიულერი ბაიერნს დატოვებს, კარიერას ისეთ კლუბში გააგრძელებს, რომელიც თასებისთვის იბრძვის.

ამბობენ, რომ მიულერს მობეზრდა იმის დამტკიცება (უკვე ბაიერნის მე-9 მწვრთნელისთვის) თუ რამდენად ღირებულია იგი გუნდისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, მიულერს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაუწყია - ტომასს შემოთავაზება ამერიკის 2 კლუბიდან აქვს, ინტერესია საუდის არაბეთიდანაც, მაგრამ ევროპის გარეთ თამაში მისთვის პრიორიტეტული არ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი