ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ, Cuore Grigiorosso-მ იტალიური “კრემონეზეს” შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნა და განსაკუთრებით გამოყო ქართველო ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და იგი “კრემონეზეს” დაცვის ბურჯად მოიხსენია.
ვნახოთ, რას წერს გამოცემა:
“ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთადერთი ქართველი აღმოჩენა არ გახლავთ, ლუკა ლოჩოშვილმაც დაამახსოვრა თავი ყველას. სეზონის დასაწყისში, როცა გუნდს ალვინი წვრთნიდა, რთული იყო, მაგრამ ბალარდინის დანიშვნის შემდეგ ლუკა ვასკესთან ერთად გუნდის დაცვის ბურჯად იქცა.
მალე იტალიაში მცხოვრები ათასობით სტუდენტი საბოლოო შეფასებას დაელოდება, ლოჩოშვილი კი ზაფხულს მშვიდად შეხვდება, რადგან მან გამოცდა უმაღლეს ქულაზე ჩააბარა. იგი ნამდვილად იმსახურებს ქებას. ლუკა ქებას იმსახურებს, რადგან ყველა მატჩში მთელი გულით დაიხარჯა.”
შეგახსენებთ, რომ “კრემონეზე” ამ წუთისთვის მე-17 ადგილს იკავებს და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 6 ქულა აშორებს.