საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში “მეცი” “ნიორს” ესტუმრა და ანგარიშით 3-1 იმარჯვა. სამიდან ორი გოლი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. ჟორჟი ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა. მის ანგარიშზე 33 შეხვედრაში 22 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
ცოტა ხნის წინ Sofascore-მ ლიგა 2-ის 34-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი მაღალი შეფასებით - 8.2 ქულით გიორგი მიქაუტაძესაც ვხედავთ.