გიორგი მიქაუტაძე მეცთან ერთად ლიგა 2-ში ძალიან კარგ სეზონს ატარებს, ქართველ ფეხბურთელს უკვე 22 გოლი აქვს გატანილი.
გთავაზობთ სტატისტიკას, რომელსაც Geo Team ავრცელებს და რომლის გაგების შემდეგ ქართველი ფორვარდი კიდევ უფრო შეგიყვარდებათ:
"გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 22 გოლი აქვს გატანილი, კარის ჩარჩოში კი მიმდინარე სეზონში სულ 35-ჯერ დაარტყა." - წერს ქართული გვერდი
მეცი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით ბარნლი სერიოზულად ინტერესდება და არის შანსი, რომ მეცის ფორვარდი მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში ვიხილოთ..