"ბურთს იღებს და უბრალოდ ყველას ატყუებს" - იტალიური მედია კვარას ასე აფასებს » სპორტის ხაზი

"ბურთს იღებს და უბრალოდ ყველას ატყუებს" - იტალიური მედია კვარას ასე აფასებს

"ბურთს იღებს და უბრალოდ ყველას ატყუებს" - იტალიური მედია კვარას ასე აფასებს
8-05-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ნაპოლიმ სერია A-ში ვინჩენცო იტალიანოს ფიორენტინას უმასპინძლა და მეტოქე 1:0 ვიქტორ ოსიმენის გოლით დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშოდ ჯამურად 50 წუთი გამოუვიდა, მისი პერფორმანსი კი იტალიურმა მედიამ ასე შეაფასა:

Calcionapoli

"როდესაც ის მოედანზე ჩნდება, მას შემდეგ ყველაფერი რადიკალურად იცვლება, ამის მაგალითი კი ფიორენტინასთან მატჩი გახლავთ. მან პენალტი მოიპოვა და ოსიმენს გატანაში დაეხმარა."

Calciomercato

"თამაშზე ყველაზე დიდი გავლენა მას ჰქონდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნაპოლიმ 3 ქულა აიღო, მისი და მისი მოპოვებული პენალტის."

Tuttonapoli

"ხვიჩა მინდორზე შედის და უბრალოდ ყველას მოტყუებას იწყებს. მას ხანდახან აჩერებენ, რადგან გარშემო 2-3 ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ზოგჯერ ესეც კი არ არის საკმარისი, თუნდაც პენალტის ეპიზოდში."

Tuttomercatoweb

"შესაძლოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფიორენტინასთან არც ეთამაშა, თუმცა ლოსანოს ტრავმამ მისი გამოჩენა აუცილებელი გახადა, ჩვენ კი კვარაცხელიას თამაშში სუფთა კლასის მოძრაობები და კრისტალური ელემენტები ვიხილეთ, ის საუცხოოა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი