"მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ამ ნაკრებმა მოიგოს" - ვინ დააყენა ინგლისზე წინ ჯეიმი კარაგერმა? » სპორტის ხაზი

"მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ამ ნაკრებმა მოიგოს" - ვინ დააყენა ინგლისზე წინ ჯეიმი კარაგერმა?

"მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ამ ნაკრებმა მოიგოს" - ვინ დააყენა ინგლისზე წინ ჯეიმი კარაგერმა?
6-10-2022, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესიმ თავის საფეხბურთო კარიერაში უამრავი საკლუბო და ინდივიდუალური ტიტული მოიგო, მათ შორის 7 ოქროს ბურთი, თუმცა არგენტინელმა სანაკრებო დონეზე წარმატების მიღწევა საკმაოდ გვიან მოახერხა.

კოპა ამერიკა, რომელიც 2021 წელს გაიმართა, სწორედ ლიონელ მესის არგენტინამ მოიგო მას შემდეგ, რაც "პსჟ-ს" ვარსკვლავმა ამავე ჩემპიონატის ფინალი 3-ჯერ წააგო. გარდა ამისა, "ლა პულგა" მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასთანაც ძალიან ახლოს იყო, როდესაც 2014 წელს მეზობელ ბრაზილიაში, ფინალში არგენტინელები გერმანელებთან 1:0 დამარცხდნენ. ამდენად, ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი ლეო მესისთვის უკანასკნელი შანსი იქნება, რომ ყველაზე დიდი სანაკრებო ტურნირი მოიგოს და საკუთარ მონაპოვართა სიას ის ტიტულიც დაურთოს, რაც 1986 წელს მისმა თანამემამულემ, დიეგო არმანდო მარადონამ თავის ქვეყანას მოუტანა.

სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელმაც ინგლისის გამარჯვებას, არგენტინის გაჩემპიონება არჩია, მიზეზი კი ლიონელ მესია: "ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე გვინახავს. რასაკვირველია, ჩვენ ვნახეთ პელე, კრუიფი, მარადონა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ლეო ყველა მათგანზე მაღლა დგას. მიუხედავად ამისა, საუკეთესოსგან ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ელის და ძალიან მსურს, რომ მესის არგენტინამ ეს მოახერხოს. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინა მოიგებს, ლეო ჩემს თვალში საუკეთესოობის სტატუსს კიდევ უფრო გაიმყარებს, სხვების თვალში კი, უპირატესად მოიპოვებს", - ჯეიმი კარაგერი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი