"ჯეკ, ჰოლანდი.. - რა უთხრა "კოპენჰაგენის" მეკარემ გრილიშს მატჩის მსვლელობისას? » სპორტის ხაზი

"ჯეკ, ჰოლანდი.. - რა უთხრა "კოპენჰაგენის" მეკარემ გრილიშს მატჩის მსვლელობისას?

"ჯეკ, ჰოლანდი.. - რა უთხრა "კოპენჰაგენის" მეკარემ გრილიშს მატჩის მსვლელობისას?
6-10-2022, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ჩემპიონთა ლიგაში" პეპ გვარდიოლას გუნდი დათი ხოჭოლავას "კოპენჰაგენს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით მოიგო, 5:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელებს ტოტალური უპირატესობა ჰქონდათ, რაც ანგარიშზეც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ესპანელი სერხიო გომესი გახდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერლინგ ჰოლანდმა კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშა, 45 წუთში 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც პეპმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

მატჩის შემდეგ ჯეკ გრილიში ჟურნალისტებთან გაჩერდა და მათთან ისაუბრა:

"როდესაც ერლინგმა პირველი და მეორე გოლი გაიტანა, უბრალოდ ვიცინოდი. ჰოლანდი ყოველთვის იქ დგას, საიდანაც გოლები გაგვაქვს, ეს დაუჯერებელია. როდესაც მოედნის ცენტრისკენ ვბრუნდებოდი, დანიელთა მეკარემ მითხრა, რომ ის ადამიანი არ არის. იმედი მაქვს, რომ ერლინგი შეძლებს ამ ფორმის შენარჩუნებას და დიდებამდე მიგვიყვანს", - ჯეკ გრილიში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი