"მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს..."- მარადონას ყოფილმა თანაგუნდელმა კვარა ასე შეაფასა » სპორტის ხაზი

"მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს..."- მარადონას ყოფილმა თანაგუნდელმა კვარა ასე შეაფასა

"მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს..."- მარადონას ყოფილმა თანაგუნდელმა კვარა ასე შეაფასა
30-08-2023, 00:35
Aa Aa
გაზიარება:

გაძეტა დელო სპორტთან რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში "ნაპოლის" ყოფილმა თავდამსხმელმა სალვატორე ბანიმ ნეაპოლელთა ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"პირველად, კვარაცხელია რომ ვნახე, ის მხოლოდ 16 წლის იყო – საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ითამაშა. შემდეგ ყველა თვალსაზრისით სწრაფად გაიზარდა. თუ გამიკვირდა მისი ასეთი დებიუტი? აბსოლუტურად არა. ბიჭის ტექნიკურ უნარებზე საუბარი არც არის. მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს – გამბედაობა. ნუ შეგეშინდებათ შეტევა მას გაუგრძელოთ. ის ყოველთვის გატანას ეცდება.

ბოლოს, გოლების რაოდენობაზე, რომელიც მან შეიძლება სეზონის ბოლომდე გაიტანოს – ჩემთვის უპრობლემოდ შეიძლება იყოს ორნიშნა რიცხვი. როდესაც "ნაპოლი" მას გაყიდის, ეს დიდი მოგება იქნება
", – ამბობს იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.