წვეულება ჩაინიშნა - რა იგეგმება ნაპოლისა და ფიორენტინას მატჩის წინ? » სპორტის ხაზი

წვეულება ჩაინიშნა - რა იგეგმება ნაპოლისა და ფიორენტინას მატჩის წინ?

წვეულება ჩაინიშნა - რა იგეგმება ნაპოლისა და ფიორენტინას მატჩის წინ?
6-05-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლიმ სერია A-ს შეხვედრაში უდინეზესთან ქულა მოიპოვა და სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა Corriere dello Sport-მა, რომელმაც ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გეგმების შესახებ ინფორმაცია გაგვიმხილა:

"ნაპოლის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ხვალინდელი შეხვედრის წინ (რომელიც კლუბს ფიორენტინასთან ელის) მარადონას მისადგომებთან დიდი წვეულება მოაწყოს, სადაც თავს უამრავი ნაპოლის გულშემატკივარი მოიყრის. გარდა მათი გამოჩენისა, წვეულებაში სხვადასხვა მსახიობები, მომღერლები და ცნობილი ადამიანები იქნებიან, რომლებიც შეკრებას კიდევ უფრო საზეიმო სახეს მისცემენ."

"დე ლაურენტისის დაორგანიზებულ წვეულებას ლუჩანო სპალეტი და მისი ფეხბურთელებიც დაესწრებიან, რათა პრეზიდენტმა ყველა იმ ადამიანს გადაუხადოს მადლობა, რომელმაც ჩემპიონობაში მცირე წვლილი მაინც შეიტანა.
" - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და ფიორენტინას მატჩი 7 მაისს 20:00 საათზე შედგება, აღნიშნული წვეულება კი (სავარუდოდ) რამდენიმე საათით ადრე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.