ნაპოლის პირისპირ - ლორენცო ინსინიე იტალიის ჩემპიონატში ბრუნდება? » სპორტის ხაზი

ნაპოლის პირისპირ - ლორენცო ინსინიე იტალიის ჩემპიონატში ბრუნდება?

ნაპოლის პირისპირ - ლორენცო ინსინიე იტალიის ჩემპიონატში ბრუნდება?
6-05-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლორენცო ინსინიე სერია A-ში მომდევნო სეზონიდან დაბრუნდება!

როგორც Seriebnews-ისგან ვიგებთ, ლორენცოს გადაბირებით (ყიდვა ან იჯარა) უმაღლეს დივიზიონში ახლახანს დაწინაურებული ფროზინონე ინტერესდება, რომლის თავდამსხმელიც ინსინიეს ძმა, რობერტო ინსინიეა, მთავარი მწვრთნელი კი ფაბიო გროსო გახლავთ, ვისთანაც რობერტო ლორენცოს საკითხზე აქტიურად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ლორენცო ინსინიეს ტორონტოში კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი ამჟამინდელი ფასი კი 12 მილიონი ევროა. შესაძლოა, რომ 31 წლის ფეხბურთელი სერია A-ში ერთი წლით იჯარის წესით დაბრუნდეს, რაზეც ტორონტო თანხმობას აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე ნაპოლის აღზრდილია და ამ გუნდის მაისურით თამაში მან 2009 წლიდან დაიწყო, რა დროშიც კლუბის ყოფილმა კაპიტანმა 434 მატჩი გამართა, 122 გოლი გაიტანა და 95 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.