სპალეტი: “ჩემპიონობისთვის ეს სამი თვისებაა საჭირო” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ჩემპიონობისთვის ეს სამი თვისებაა საჭირო”

სპალეტი: “ჩემპიონობისთვის ეს სამი თვისებაა საჭირო”
6-05-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა და ერთ-ერთმა იმ ადამიანმა, რომელმაც სამხრეთიტალიური კლუბის წლევანდელ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, ლუჩიანო სპალეტიმ ყურადღება გაამახვილა და ხაზი გაუსვა იმ სამ ფაქტორს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს გუნდი გახდება თუ არა ქვეყნის ჩემპიონი

“ჩემი აზრით, იმისათვის რომ ჩემპიონი გახდე, სამი წესი არსებობს - ვნებიანი ქალაქი, ფანტასტიკური ფეხბურთელები და ძლიერი ბედი. მადლობა ბიჭებო, მადლობა ნეაპოლს” - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ სწორედ მიმდინარე სეზონში იზეიმა. “პარტენოპეი” 33 წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოს მფლობელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი