“მანჩესტერ იუნაიტედს” კიმ მინ ჯეს შეძენის დიდი შანსი აქვს » სპორტის ხაზი

“მანჩესტერ იუნაიტედს” კიმ მინ ჯეს შეძენის დიდი შანსი აქვს

“მანჩესტერ იუნაიტედს” კიმ მინ ჯეს შეძენის დიდი შანსი აქვს
6-05-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შესანიშნავ ასპარეზობას ყველა ხედავს, შესაბამისად, გუნდის ფეხბურთელებისადმი ინტერესი გრანდების მხრიდან მზარდია. დე ლაურენტისს კვარაცხელიასა და ოსიმენის გაშვება არ სურს. რაც შეეხება კიმ მინ ჯეს, მასთან დაკავშირებით სხვაგვარი ვითარებაა.

როგორც Corriere dello Sport-ი გვამცნობს, სამხრეთ კორეელის კონტრაქტი ითვალისწინებს შემდეგს - თუ რომელიმე კლუბი 1-დან 15 ივლისის შუალედში “ნაპოლის” კიმ მინ ჯეში 50-60 მილიონს შესთავაზებს, კლუბს უარის თქმის უფლება არ ექნება.

აღნიშნულით “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს სარგებლობა. “წითელი ეშმაკები” “ნაპოლის” ერთ-ერთ ლიდერში სწორედ იმ თანხის გადახდას აპირებენ, რაც კონტრაქტითაა გაწერილი. დიდი ალბათობით კიმ მინ ჯე მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში აღმოჩნდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი