"მერაბ, თუ სტერლინგი წონას ვერ ჩააბარებს, მაშინ უკანალს შენ დაგილურჯებ" - სეხუდო დვალიშვილს » სპორტის ხაზი

"მერაბ, თუ სტერლინგი წონას ვერ ჩააბარებს, მაშინ უკანალს შენ დაგილურჯებ" - სეხუდო დვალიშვილს

"მერაბ, თუ სტერლინგი წონას ვერ ჩააბარებს, მაშინ უკანალს შენ დაგილურჯებ" - სეხუდო დვალიშვილს
5-05-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს UFC-ის პრესკონფერენცია ნიუ ჯერსიში გაიმართა, მიკროფონებთან კი ჰენრი სეხუდო და ალჯამეინ სტერლინგი იყვნენ, რომლებიც ბრძოლას 7 მაისს სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში გამართავენ.

გთავაზობთ ჰენრი სეხუდოს კომენტარს, რომელიც მან სტერლინგისა და დარბაზში მყოფი დვალიშვილის მიმართ ერთობლივად გააკეთა:

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ალჯამეინს წონის პრობლემა აქვს და არსებობს იმის შანსი, რომ მისი ჩაბარება ვერ მოახერხოს. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ჩხუბს ავტომატურად მერაბ დვალიშვილთან მოვითხოვ, მას უკანალი უნდა დავულურჯო, ამის დიდი სურვილი მაქვს."

"მერაბ, მზად იყავი, შემდეგი შენ იქნები. რამის თქმა გინდა? - მიეცით მას მიკროფონი, პასუხი უნდა მოვისმინო."
- თქვა სეხუდომ

ცხადია, რომ ჰენრის ასეთი კომენტარის შემდეგ დვალიშვილს პასუხის გაცემა სურდა, თუმცა ორგანიზატორებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ცნობისთვის, თავად სტერლინგი წონას დღეს აბარებს, რის შემდეგაც ბევრი რამ გვეცოდინება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი