დეკუ ალემანის ნაცვლად - ბარსელონას სპორტული დირექტორის პოსტზე ცვლილებები იგეგმება » სპორტის ხაზი

დეკუ ალემანის ნაცვლად - ბარსელონას სპორტული დირექტორის პოსტზე ცვლილებები იგეგმება

დეკუ ალემანის ნაცვლად - ბარსელონას სპორტული დირექტორის პოსტზე ცვლილებები იგეგმება
4-05-2023, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაწერა იმის შესახებ, რომ კატალონიის ბარსელონაში სპორტული დირექტორის პოსტზე ცვლილებებია მოსალონდელი. საქმე ისაა, რომ მატეუ ალემანი კლუბის დატოვებას აპირებს, მის შემცვლელად კი დეკუს მოიაზრებენ.

ამავეს შესახებ დაწერა როგორც ფაბრიციო რომანომ, ისე კატალონიურმა RAC-1-მა, რომელიც ირწმუნება, რომ დეკუ ბარსელონაში განსხვავებული ამპლუით დაბრუნებაზე სრულ თანხმობას აცხადებს.

საგულისხმოა, რომ დეკუს ბარსელონასთან არაოფიციალური კავშირი დიდი ხანია აქვს. მაგალითისთვის, ის გაბონის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა და სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ობამეიანგი ბარსელონაში რთულ დროს ჩაიყვანეს. გარდა ამისა, დეკუს დიდი წვლილი მიუძღვის რაფინიას გაფორმებაშიც.

ამ საკითხში მთავარი ლიონელ მესის ფაქტორია: როგორც დაიწერა, ალემანი მესის დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან კლუბის ახალ მოთამაშეებზე გადაწყობა სურდა, დეკუს კი ლეოს ბლაუგრანაში ხელახლა ხილვა და მისთვის დამსახურებული გაცილების მოწყობა სურს.

ამდენად, დეკუს ბარსელონას სპორტულ დირექტორად დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ბარსელონაში ლეო მესის დაბრუნების შანსები ავტომატურად გაიზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი