"რუისა და მატეოს ტრავმები აქვთ, მაგრამ ორივე განაცხადშია" - რა ჩანაფიქრი აქვს ლუჩანო სპალეტის? » სპორტის ხაზი

"რუისა და მატეოს ტრავმები აქვთ, მაგრამ ორივე განაცხადშია" - რა ჩანაფიქრი აქვს ლუჩანო სპალეტის?

"რუისა და მატეოს ტრავმები აქვთ, მაგრამ ორივე განაცხადშია" - რა ჩანაფიქრი აქვს ლუჩანო სპალეტის?
4-05-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში უდინეზესთან გასვლაზე დღეს ითამაშებს, ეს შეხვედრა ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება.

როგორც იცით, ლუჩანო სპალეტის გუნდს დღევანდელ მატჩში მხოლოდ ქულის მოპოვებაც ეყოფა იმისთვის, რათა ყოველგვარი არითმეტიკული შანსი გამორიცხოს და სკუდეტოს გამარჯვებული რამდენიმე ტურით ადრე ოფიციალურად გახდეს.

სწორედ ასეთი ვითარების გამო, ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ ორივე ტრავმირებული ფეხბურთელი, კერძოდ მარიო რუი და მატეო პოლიტანო უდინეზესთან მატჩისთვის განკუთვნილ განაცხადში შეეყვენა, რათა გუნდთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნა ორივე ფეხბურთელს შესძლებოდა.

ცნობისთვის, ნეაპოლურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატი ბოლოს 33 წლის წინ მოიგო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კლუბში დიეგო მარადონა თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.