"ხვიჩა კვარაცხელია ევროპის დიდებული ფეხბურთელია" - სპალეტი უდინეზესთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ევროპის დიდებული ფეხბურთელია" - სპალეტი უდინეზესთან მატჩამდე

"ხვიჩა კვარაცხელია ევროპის დიდებული ფეხბურთელია" - სპალეტი უდინეზესთან მატჩამდე
4-05-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას უდინეზეს წინააღმდეგ დღეს, 22:45-ზე გამართავს და მათ ჩემპიონობის მოპოვება ამავე შეხვედრაში მხოლოდ ქულის აღებითაც შეეძლებათ.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე გთავაზობთ ლუჩანო სპალეტის კომენტარს, რომელიც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

"ის ევროპის უდიდესი ფეხბურთელია, მისი სილაღე ყველასგან და ყველაფრისგან გამოირჩევა. ხვიჩა უკვე ტოპ მოთამაშეა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. როგორც ვთქვი, ის ძალიან ძლიერია, თუმცა იმისთვის, რომ მომაკვდინებელი გახდეს, მას კიდევ რაღაცები აქვს სასწავლი."

"რას ვგულისხმობ ჩემს სიტყვებში? - იმას, რომ დაცვით ფაზაში, უფრო მეტად გუნდურობაში აქვს მოსამატებელი. მაგალითად, ოსიმენიც საოცრად ირჯება შეტევაში კვარას მსგავსად, თუმცა გაიხსენეთ სად იმყოფებოდა ვიქტორი მაშინ, როდესაც სალერნიტანადან დიამ გოლი გაგვიტანა. იგი ბურთის სიახლოვეს იყო და დაცვაში თამაშობდა, მე სწორედ ამას ვგულისხმობ."

"ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთელს უნდა შეეძლოს, რომ დრიბლინგთან ერთად პასზეც იფიქროს, შეტევაში მცველივით, გუნდურად ითამაშოს. მოკლედ, მოთამაშეს საუკეთესოდ მრავალფეროვნება აქცევს."
- თქვა ნაპოლის 64 წლის დამრიგებელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.