“ნაპოლი სოფლის გუნდი იყო და იქნება” - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

“ნაპოლი სოფლის გუნდი იყო და იქნება” - იტალიელი ჟურნალისტი

“ნაპოლი სოფლის გუნდი იყო და იქნება” - იტალიელი ჟურნალისტი
4-05-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ იტალიელი ჟურნალისტი, კლაუდიო ძულიანი ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარია. მან Tutto Juve-სთან “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. როგორც ძულიანიმ განაცხადა, ნეაპოლელთა ჩემპიონობა დაუმსახურებულია და ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ისაა, რომ “იუვეს” რამდენიმე თვის წინ ქულები დააკლეს.

“ნაპოლი პატარა კლუბია, რომელსაც ისტორიაც არ აქვს. მათ იტალიის ჩემპიონატი მხოლოდ ორჯერ მოიგეს. იუვენტუსს კი დიდებული წარსული გააჩნია. ნაპოლი მუდამ სოფლის გუნდი იყო და სულ ასე იქნება” - თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.

“პარტენოპეის” სკუდეტოს ოფიციალურად მოპოვებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება. დღეს 22:45-ზე სამხრეთიტალიელები ჩემპიონობის გაფორმებას “უდინეზესთან” ეცდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.