"პედრის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - ესპანური პრესა » სპორტის ხაზი

"პედრის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - ესპანური პრესა

"პედრის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - ესპანური პრესა
5-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ჩემპიონთა ლიგაში" "ინტერი" ჩავის გუნდს დაუხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს თან ერთვოდა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება, რომელიც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, სლავკო ვინჩიჩმა მიიღო. სლოვენიელმა მსაჯმა, ჯერ ერთადერთი გოლის ავტორი, ჰაკან ჩალჰანოღლუ დაინდო და არ გააძევა მაშინ, როდესაც თურქმა ბუსკეტსის წინააღმდეგ წესები საშინელი ვარდნით დაარღვია, რასაც მალევე მოყვა "ბარსელონელთა" გოლის გაუქმება. ბოლოს კი, მსაჯმა კატალონიებს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნა, რამაც საბოლოოდ, სტუმართა გაღიზიანება გამოწვია.

ესპანური Diario Sport გუშინდელ შეხვედრას, "ბარსელონას" რვიანის გოლს ეხმაურება და წერს: "უკანასკნელი წესების მიხედვით, რომელიც ბურთის ხელზე მოხვედრას ეხება, პედრის გოლი უნდა ჩათვლილიყო. წესი ასეთია: თუ მოთამაშემ გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც მის თანაგუნდელს ბურთი ხელზე ან მკლავზე შემთხვევით მოხვდა, მაშინ გოლი უნდა ჩაითვალოს".

გარდა ამისა, გუშინდელ ვარდნას, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუმ შეასრულა, ყოფილი ესპანელი მსაჯი, იტურალდე გონსალესიც გამოეხმაურა და თქვა, რომ თურქი მოედნიდან უნდა გაეძევებინათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კატალონიურმა კლუბმა "UEFA-ში" საჩივრის შეტანის გადაწყვეტილება მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი