ზეიმი დაიგეგმა - ნაპოლი გასვლაზე თამაშობს, თუმცა საშინაო მოედანი მაინც გაივსება! » სპორტის ხაზი

ზეიმი დაიგეგმა - ნაპოლი გასვლაზე თამაშობს, თუმცა საშინაო მოედანი მაინც გაივსება!

ზეიმი დაიგეგმა - ნაპოლი გასვლაზე თამაშობს, თუმცა საშინაო მოედანი მაინც გაივსება!
3-05-2023, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში უდინეზეს წინააღმდეგ 5 მაისს გამართავს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ლაციოს თამაშში დაფიქსირებულ შედეგს მორიგ ჯერზე დაელოდება. იმ შემთხვევაში თუ სარის ბიჭები სასუოლოს ვერ დაამარცხებენ, მაშინ ნაპოლი სკუდეტოს გამარჯვებული ოფიციალურად გამოცხადდება მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს დააფიქსირებენ თავად ნეაპოლელები.

ასეთი სიტუაციის გამო, აურელიო დე ლაურენტისმა მარადონას ცარიელ სტადიონზე 5 ევროიანი ბილეთების გაყიდვა დაიწყო და საბოლოოდ 50 000 ბილეთი გაყიდა. მიზეზი ისაა, რომ ნაპოლის პრეზიდენტი მარადონაზე ნაპოლის თამაშის ჩვენებას და საერთო ზეიმის მოწყობას აპირებს!

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ სერია A პირველ ადგილზე ბოლოს 33 წლის წინ დაასრულა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დიეგო მარადონა ამავე კლუბში თამაშობდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი