"ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ" | ილია თოფურიას ინტერვიუ El Hormiguero-სთან » სპორტის ხაზი

"ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ" | ილია თოფურიას ინტერვიუ El Hormiguero-სთან

"ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ" | ილია თოფურიას ინტერვიუ El Hormiguero-სთან
3-05-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ესპანურ გადაცემას, კერძოდ El Hormiguero-ს სტუმრობდა, სადაც მან არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა:

მეტსახელი

"მატადორი სპორტდარბაზში შემარქვეს, რასაც თავიდან ვერ ვეგუებოდი და არც მომწონდა, რადგან ის კორიდასთან ასოცირდება, ცხოველები კი ძალიან მიყვარს. მიუხედავად ამისა, დროსთან ერთად მასაც შევეგუე."

შიშის ფაქტორი ჩხუბში

"როდესაც პირველი ბრძოლა გავმართე, მაშინ ძალიან მეშინოდა. შიში ძალიან ცუდი რამაა, რადგან ხელს სიყვარულში, ბედნიერებასა და თავისუფლებაში გიშლის. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც შიშს ამარცხებ. ცხადია, ხანდახან შიშის გრძნობა ახლაც მეუფლება ხოლმე, თუმცა ჩემი დამორჩილების საშუალებას არ ვაძლევ. სრულებით მზად ვარ წაგებისთვის, თუმცა მე მოგებისთვის გავჩნდი და მინდა, რომ ოქტაგონიდან წაუგებლად წავიდე."

რელიგია

"ღმერთის მწამს და მისი სახელისთვის ყოველდღე ვლოცულობ. მწამს, რომ მას ჩემი ბედი განსაზღვრული აქვს და არასდროს მიმატოვებს."

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიამ მის მომდევნო მეტოქეზე, ჯოშ ემეტზეც ისაუბრა, რომელთანაც ქართველი 24 ივნისს იჩხუბებს:

"ემეტიც კარგი მებრძოლია, ისეთივე კარგი, როგორებსაც აქამდე შევხვდი. მიუხედავად ამისა, შედეგი უცვლელად დარჩება, მას აუცილებლად დავამარცხებ, რადგან მსურს, რომ ტიტულზე წვდომის უფლება მოვიპოვო." - ილია თოფურია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი