"სკუდეტო პატიოსნად მოვიგეთ, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი წესია" - აურელიო დე ლაურენტისი » სპორტის ხაზი

"სკუდეტო პატიოსნად მოვიგეთ, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი წესია" - აურელიო დე ლაურენტისი

"სკუდეტო პატიოსნად მოვიგეთ, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი წესია" - აურელიო დე ლაურენტისი
3-05-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი დაუფლება ნაპოლიმ პატიოსნად მოახერხა:

"ჩემი აზრით, ნაპოლის აღმასვლა და ტიტულისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. წინა სეზონებში სკუდეტოს მოგება მართლაც შეგვეძლო, თუმცა ვიღაცები წესებს არღვევდნენ (გულისხმობს იუვენტუსს). ახლა ხედავთ, რომ სერია A-ს დამსახურებულად და პატიოსნად ვიგებთ, რაც ჩემი ცხოვრების უმთავრესი წესია. იტალია რთული ქვეყანაა და აქ წესების დაცვაა საჭირო."

"როდის მივხვდი ჩვენი საჩემპიონო სეზონის შესახებ? - ალბათ, მაშინ, როდესაც იუვენტუსი 5:1 გავანადგურეთ, შემდეგ კი მათ სტადიონზე განმეორებით გავიმარჯვეთ. ეს ჩვენთვის დიდი მოვლენა იყო, რაც ჩვენსავე ძალებს იდეალურად წარმოაჩენს."
- თქვა დე ლაურენტისმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 4 მაისს გამართავს, მეტოქე კი უდინეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი