"ბურთის მიმართულებას ელვისებურად ცვლის" - სკალვინიმ კვარას ატალანტას კარში გატანილი გოლი გაიხსენა » სპორტის ხაზი

"ბურთის მიმართულებას ელვისებურად ცვლის" - სკალვინიმ კვარას ატალანტას კარში გატანილი გოლი გაიხსენა

"ბურთის მიმართულებას ელვისებურად ცვლის" - სკალვინიმ კვარას ატალანტას კარში გატანილი გოლი გაიხსენა
2-05-2023, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

ატალანტას მცველმა, ჯორჯო სკალვინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ის კონკრეტული გოლი გაიხსენა, რომელიც კვარამ ბერგამოელებს 2-0 მოგებულ შეხვედრაში გაუტანა:

"ხვიჩა ჩემს ფლანგზე არ თამაშობდა, საპირისპიროზე იყო, თუმცა შორიდანაც ვხედავდი იმას, რომ მას ბურთისთვის მიმართულების შეცვლა ელვისებური სისწრაფით შეუძლია, რის გამოც ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა."

"ერთ კონკრეტულ მომენტში ყველა მცველმა ვიფიქრეთ, რომ დარტყმას აპირებდა და ბურთის დაფარვა ვცადეთ, თუმცა მორიგი ცრუ მოძრაობა გააკეთა და გოლი გაგვიტანა, მისი შეჩერება ძალიან რთულია."
- თქვა სკალვინიმ

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში ამ დრომდე 37 მატჩი გამართა, რა დროშიც 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.