ნეგრეირას საქმე | ბარსელონას ლა ლიგიდან გარიცხვა ემუქრება? » სპორტის ხაზი

ნეგრეირას საქმე | ბარსელონას ლა ლიგიდან გარიცხვა ემუქრება?

ნეგრეირას საქმე | ბარსელონას ლა ლიგიდან გარიცხვა ემუქრება?
2-05-2023, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე კვირის წინ მსოფლიომ ნეგრეირას საქმის შესახებ გაიგო, რომლის მიხედვითაც ბარსელონა წლების განმავლობაში მსაჯების ესპანეთის ჩემპიონატში მოსყიდვას ცდილობდა.

როგორც Diario Sport-ისგან ვიგებთ, თუ ბარსელონას აღნიშნული ბრალდება დაუმტკიცდება, მაშინ ბლაუგრანას როგორც ლა ლიგიდან, ისე ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება. თავის მხრივ, შესაძლოა, რომ სცენარის ამგვარად განვითარებამ ევროპის სუპერლიგის იდეა კიდევ ერთხელ გაააქტიუროს.

გარდა ამისა, იწერება იმის შესახებ, რომ კატალონიელები ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებში მონაწილეობაზეც ფიქრობენ. ასევე, მათ სურთ, რომ აზიის პრესტიჟულ ტურნირებშიც მიიღონ მონაწილეობა.

მოკლედ, თუ ბარსელონას ნეგრეირას საქმე დაუმტკიცდება, მაშინ ევროპულ ფეხბურთში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი