მერაბისთვის საჩემპიონო გზა იხსნება | სტერლინგი წონითი კატეგორიის შეცვლაზე ალაპარაკდა » სპორტის ხაზი

მერაბისთვის საჩემპიონო გზა იხსნება | სტერლინგი წონითი კატეგორიის შეცვლაზე ალაპარაკდა

მერაბისთვის საჩემპიონო გზა იხსნება | სტერლინგი წონითი კატეგორიის შეცვლაზე ალაპარაკდა
1-05-2023, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალჯამაინ სტერლინგმა დააანოსნა, რომ წონითი კატეგორიის შეცვლას აპირებს:

"პირველ რიგში, სეხუდოს დავამარცხებ, შემდეგ კი ო'მალის. ამის შემდეგ 65 კილოგრამიანთა კატეგორიაში გადავინაცვლებ, სადაც ვოლკანოვსკისა ან როდრიგესს დავუპირისპირდები. ბოლოსკენ, შესაძლოა, რომ ქამარი კიდევ ერთხელ დავიცვა, ამით კი ყველაფერი დასრულდება."
- თქვა სტერლინგმა ESPN MMA-სთან ინტერვიუში

აღსანიშნავია, რომ იამაიკელი მერბძოლის წონითი კატეგორიის ცვლილების დაანონსება მერაბ დვალიშვილსაც ეხება. როგორც იცით, მერაბი და ალჯამაინი ახლო მეგობრები არიან და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩხუბობენ ისინი ერთმანეთში სუპერმსუბუქი კატეგორიისთვის განკუთვნილი ქამრის შესანარჩუნებლად/მოსაპოვებლად.

საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დანა უაითმა სტერლინგსა და დვალიშვილს ჩხუბისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა მან ორივესგან მკაცრი უარი მიიღო. როგორი სიტუაციაა ახლა? - ამჯერად, საჩემპიონო ქამრისკენ გზა მერაბ დვალიშვილს გაეხსნება, რომელიც სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო შეხვედრას აუცილებლად გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი