დე ლაურენტისი სპალეტის არ დაემშვიდობა - რა მოხდა ნეაპოლში » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი სპალეტის არ დაემშვიდობა - რა მოხდა ნეაპოლში

დე ლაურენტისი სპალეტის არ დაემშვიდობა - რა მოხდა ნეაპოლში
1-05-2023, 13:22
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მთელი ნეაპოლი ჩემპიონობის საზეიმოდ გამზადებული იყო. “სალერნიტანას” დამარცხების შემთხვევაში “პარტენოპეი” მესამედ მოიგებდა სკუდეტოს, თუმცა მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა და ზეიმიც შესაბამისად რამდენიმე დღით გადაიწია.

როგორხ გავლენიანჯ გამოცემა il Mattino იტყობინება გულშემატკივართებთან ერთად კლუბის პრეზიდენტიც, აურელიო დე ლაურენტისიც იმედგაცრუებულია:

“ქომაგთა მსგავსად აურელიო დე ლაურენტისი გაკვირვებული და იმედგაცრუებული იყო, იმდენად, რომ ის ლუჩიანო სპალეტისა და გუნდს არც კი დაემშვიდობა. თუმცა ეს გაბრაზების გამო არ მომხდარა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ საცობში არ მოყოლილიყო” – წერს Il Mattino.

“პარტენოპეის” გულდაწყვეტილ ქომაგებზე Areanapoli-მაც გაამახვილა ყურადღება:

“გულშემატკივრების მოსაწყენი და დაბნეული მზერა, რომლებიც ტოვებდნენ მარადონას სტადიონს, კარგად მეტყველებს იმედგაცრუებაზე და სასოწარკვეთილებაზეც კი. ზოგადი განცდა იყო ისეთი, რომ გუშინ დიდი ბანკეტის მომენტი იდგა: ყველაფერი დალაგებული იყო, მაგრამ შემდეგ მაგიდაზე საბოლოოდ არაფერი განლაგდა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი