კიტეიშვილის “შტურმი” ავსტრიის თასის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

კიტეიშვილის “შტურმი” ავსტრიის თასის გამარჯვებულია

კიტეიშვილის “შტურმი” ავსტრიის თასის გამარჯვებულია
1-05-2023, 10:18
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ავსტრიის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ვენის “რაპიდი” და გრაცის “შტურმი” დაუპირისპირდნენ. ოთარ კიტეიშვილის გუნდმა მატჩი დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 იმარჯვა. ორივე ბურთი მანპრიტ სარკარიას ანგარიშზეა.

ფინალური მატჩი ქართველმა ნახევარმცველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ავსტრიის თასის ეგიდით გამართულ მატჩებში ოთარმა ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა. ზოგადად, ყველა ტურნირზე კიტეიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სათქმელია ის ფაქტიც, რომ ავსტრიის თასის ფინალში გამარჯვებით ქართველმა “შტურმთან” ერთად პირველი ტიტულის დაუფლება შეძლო. ისე გრაცელებმა არსებობის ისტორიაში თასი მერვედ მოიგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი