უდიდესი პასუხისმგებლობა - ნიკა ამაშუკელი ოთხ მნიშვნელოვან შეხვედრას განსჯის » სპორტის ხაზი

უდიდესი პასუხისმგებლობა - ნიკა ამაშუკელი ოთხ მნიშვნელოვან შეხვედრას განსჯის

უდიდესი პასუხისმგებლობა - ნიკა ამაშუკელი ოთხ მნიშვნელოვან შეხვედრას განსჯის
5-10-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოში საუკეთესო მსაჯი, ნიკა ამაშუკელი ნოემბერში ტიერ1 გუნდების სამ ტესტ-მატჩს და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ერთ შეხვედრას იმსაჯებს.

ნოემბრის ტესტები 29 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონიისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით იხსნება და თამაშს 28 წლის ქართველი რეფერი განსჯის. მომდევნო კვირაში ის ევროპაში დაბრუნდება და 5 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის მთავარი მსაჯი იქნება. ეს შეხვედრა 2022 წლის ნოემბრის ტესტებზე ცენტრალურად ითვლება და სასიამოვნოა მისი განსჯა ქართველ რეფერის რომ ანდეს.

ამის შემდეგ ოფიციალური თამაშის დრო დგება. ნოემბერში, დუბაიში, 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურნირი ტარდება, რომელმაც ბოლო მონაწილესთან ერთად, საფრანგეთში ბორჯღალოსანთა მეოთხე მეტოქეც უნდა გამოავლინოს. 12 ნოემბერს პორტუგალია კენიას ეთამაშება, სადაც მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება.

უდიდესი პასუხისმგებლობა - ნიკა ამაშუკელი ოთხ მნიშვნელოვან შეხვედრას განსჯის


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი