“ასეთი გუნდი არასდროს გვინახავს” - კასანო “ნაპოლიზე” » სპორტის ხაზი

“ასეთი გუნდი არასდროს გვინახავს” - კასანო “ნაპოლიზე”

“ასეთი გუნდი არასდროს გვინახავს” - კასანო “ნაპოლიზე”
29-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ “ნაპოლის” წლევანდელ ასპარეზობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი აზრი და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისეთი გუნდი, როგორიც მიმდინარე სეზონში “პარტენოპეია,” იტალიაში აქამდე არავის გვინახავს.

“გასულ უქმეებზე ნაპოლისგან მორიგი ლამაზი მატჩი ვიხილეთ, იუვენტუსისგან კი სამარცხვინო. პარტენოპეი ყველა ასპექტში უკეთესი იყო. მათ ამ შეხვედრაშიც დაამტკიცეს, რომ ყველაზე ძლიერები არიან. სპალეტი ბევრ ქებას იმსახურებს, რადგან მან სასწაული მოახდინა, როგორიც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში არასდროს გვინახავს. სკუდეტოს მოგება სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე შეუძლიათ, რაც ნამდვილი სასწაულია” - განაცხადა ანტონიომ.

“პარტენოპეიმ” იტალიის ჩემპიონატის მოგება აქამდე სულ ორჯერ მოახერხა, ბოლოს კი სკუდეტო 33 წლის წინ აღმართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.