"როცა ამას აკეთებდა, მას გერმანულად დაუწყეს გინება, ხომ იცოდი, რომ ტკიოდაო" - კახაბრიშვილი ბექაურზე » სპორტის ხაზი

"როცა ამას აკეთებდა, მას გერმანულად დაუწყეს გინება, ხომ იცოდი, რომ ტკიოდაო" - კახაბრიშვილი ბექაურზე

"როცა ამას აკეთებდა, მას გერმანულად დაუწყეს გინება, ხომ იცოდი, რომ ტკიოდაო" - კახაბრიშვილი ბექაურზე
28-04-2023, 17:34
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ლაშა ბექაური 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონია, რომელიც ზურაბ კახაბრიშვილის დიდი დამსახურებაა, რადგან სწორედ მან მოახერხა ახალგაზრდა ძიუდოისტის ტრავმის უმოკლეს დროში მორჩენა.

კახაბრისვილმა სწორედ ეს დაბრკოლებები გაიხსენა.

"ბექაური ტკივილს მართავდა - მას სჯეროდა ჩემი და მთავარი მწვრთნელის, ყველასგან იმ ენერგიას და აურას ისრუტავდა, რომელიც სჭირდებოდა.

იყო მომენტი, როდესაც ტრიპელი მტკივნეული ილეთის გაკეთებას სწორედ ლაშას დაზიანებულ მხარზე უკეთებდა, მას კი გერმანულად აგინებდნენ: "ხომ იცოდი, რომ სტკიოდა?", - მიუხედავად ამისა, შეუძლებელი იყო, ბექაურს ეს გრძნობა გასჩენოდა, რადგან მისი მხარი გაყუჩებული და გადახვეული იყო", - განაცხადა კახაბრიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი