ჩაკვეტაძის მაისურები ყველაზე გაყიდვადია - რა ინფორმაციას ავრცელებს სლოვანი? » სპორტის ხაზი

ჩაკვეტაძის მაისურები ყველაზე გაყიდვადია - რა ინფორმაციას ავრცელებს სლოვანი?

ჩაკვეტაძის მაისურები ყველაზე გაყიდვადია - რა ინფორმაციას ავრცელებს სლოვანი?
28-04-2023, 17:29
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით სლოვან ბრატისლავაში ასპარეზობს.

ამ მოკლე პერიოდში, გიორგიმ მოახერხა და გულშემატკივრებს თავი ძალიან შეაყვარა - ამაზე სლოვაკური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციაც ნათლად მოწმობს: აღნიშნული გუნდის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძის მაისურები ყველაზე კარგად იყიდება.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძე სლოვანში ბელგიური გენტიდან არის განათხოვრებული და სლოვაკურ გუნდში ყოფნის პერიოდი ამ ზაფხულს ეწურება, საიჯარო ხელშეკრულება კი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას არ შეიცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი