კარზე მიუკაკუნეს - რომელი თანაგუნდელები დატოვებენ ზაფხულში ხვიჩას? » სპორტის ხაზი

კარზე მიუკაკუნეს - რომელი თანაგუნდელები დატოვებენ ზაფხულში ხვიჩას?

კარზე მიუკაკუნეს - რომელი თანაგუნდელები დატოვებენ ზაფხულში ხვიჩას?
28-04-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

ქალაქ ნეაპოლში ხალხი დიდი ზეიმისთვის ემზადება, რადგან დიდი შანსია, რომ ისინი სერია A-ს მომდევნო ტურში იტალიის ჩემპიონები ისტორიაში მესამედ გახდნენ.

როგორც Spazio Napoli წერს, წარმატებული სეზონის შემდეგ გუნდში ცვლილებები იქნება საჭირო, სატრანსფერო ბაზარზე კი ყველაზე მეტი სიახლე ამ ეტაპზე პიოტრ ჟიელინსკისა და ირვინგ ლოსანოს ირგვლივ არსებობს.

აღნიშნული ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, პოლონელსა და მექსიკელს მსგავსი მდგომარეობა აქვთ. საქმე ისაა, რომ კლუბი ხელფასის დაკლებასა და გუნდში დარჩენას ორივეს სთავაზობს (საგულისხმოა, რომ ლოსანოს ოსიმენთან ერთად ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვს, - 4.5 მლნ), თუმცა მათგან თანხმობის ნიშანი საერთოდ არ ჩანს.

სწორედ ამიტომ, საგრძნობლად იზრდება იმის შანსი, რომ ჟიელინსკიმ და ლოსანომ ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვონ. სხვადასხვა ინგლისური წყაროები წერენ, რომ ერთიც და მეორეც კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული კლუბები არ სახელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი