როგორ აფასებენ ბუკმეიკერები გიგა ჭიკაძის გამარჯვების შანსებს » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

როგორ აფასებენ ბუკმეიკერები გიგა ჭიკაძის გამარჯვების შანსებს

როგორ აფასებენ ბუკმეიკერები გიგა ჭიკაძის გამარჯვების შანსებს

13-01-2022, 23:20
Aa Aa
გაზიარება:

გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის დაპირისპირებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

ბუკმეიკერებმა უკვე გამოიტანეს შესაბამისი ფსონები აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მათი აზრით, გიგა მომავალ ორთაბრძოლაში უდაო ფავორიტად მიიჩნევა. ქართველის გამარჯვება 1.40 კოეფიციენტით ფასდება მაშინ, როცა კატარის გამარჯვებას 3.00 აქვს კოეფიციენტი.

აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერების აზრით ქართველი სულაც ნოკაუტით მოიგებს. აღნიშნული პოზიცია 2.20 კოეფიციენტით ფასდება, ქულებით (მსაჯების გადაწყვეტილებით) გამარჯვება კი 3.80 კოეფიციენტით.

ბუკმეიკერები კიდევ ერთ საინტერესო პოზიციას გვთავაზობენ - გიგას გამარჯვებას ბრძოლის დაწყებიდან 60 წამის განმავლობაში. ხსენებული პოზიცია 50 კოეფიციენტით ფასდება.

შეგახსენებთ, რომ კატარისა და ჭიკაძის დაპირისპირება 16 იანვარს, თბილისის დროით დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი