ფაქტი, რომელიც სურათს მთლიანად ცვლის - ვიქტორ ოსიმენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობა გაიზარდა » სპორტის ხაზი

ფაქტი, რომელიც სურათს მთლიანად ცვლის - ვიქტორ ოსიმენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობა გაიზარდა

ფაქტი, რომელიც სურათს მთლიანად ცვლის - ვიქტორ ოსიმენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობა გაიზარდა
26-04-2023, 18:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნი გამოკვეთილი ფორვარდის აქტიურ ძიებაშია, კლუბი ამ პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მაგრამ ნომერ პირველ სამიზნეს კვლავ ნაპოლის ნიგერიელი შემტევი, ვიქტორ ოსიმენი რჩება.

ტრანსფერს ვიქტორის მაღალი სატრანსფერო ღირებულება და იმ კლუბების რიცხვი ამცირებს, რომლებიც ახალგაზრდა შემტევის დამატებითაა დაინტერესებული, თუმცა, გერმანულ მედიაში დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა.

საქმე იმაშია, რომ ოსიმენის შეყვარებული სტეფანი გერმანელია და სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. სწორედ ამიტომ, თავდამსხმელი მზადაა ბაიერნში გადმობარგდეს თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა საამისოდ ბაიერნს რეკორდული თანხის გადახდა მოუწევს, რადგან ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი