როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის ბაიერნს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დეილი ბლინდი დატოვებს.
რეკორდმაისტერმა ფეხბურთელის დამატებისას მხოლოდ 6-თვიანი ხელშეკრულება გაწერა, რომელშიც კიდევ ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივების პუნტქი ამოღებული იყო.
თუ, ბაიერნს ფეხბურთელის შენარჩუნება კვლავ ენდომებოდა, ტუხელის გუნდს ახალი მოლაპარაკებები უნდა დაეწყო, მაგრამ, როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტი და ბაიერნის ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი წერს, კლუბს ფეხბურთელთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვეტილი აქვს - ამას კი ისიც ემატება, რომ ბლინდის აგენტი უკვე ეძებს მისი კლიენტისთვის სამომავლო გუნდს.