არტეტა: “ჰალანდს მხოლოდ ასე შეაჩერებ” » სპორტის ხაზი

არტეტა: “ჰალანდს მხოლოდ ასე შეაჩერებ”

არტეტა: “ჰალანდს მხოლოდ ასე შეაჩერებ”
26-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, ერთმანეთს “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი შესაძლოა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ლონდონელები ცხრილში 5 ქულით წინ არიან, თუმცა ქალაქელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

დღევანდელი შეხვედრის წინ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ “მანჩესტერ სიტის” ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის შეჩერების გზა გაამხილა:

“ჰალანდის შესაჩერებლად საუკეთესო გეგმა არის მისთვის ბურთის მიცემის შეწყვეტა. ეს ალბათ ერთადერთი გამოსავალია.”

დღევანდელი მატჩი 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი