საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და “ლენოვო ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა
Eurohoops-თან ინტერვიუში უამრავ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე პირველად იასპარეზებს და ყოველივე აღნიშნული ჩვენი ნაკრებისთვის დიდი მიღწევაა.
“ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ზაფხული იქნება, ვინაიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ვითამაშებთ, ძალიან დიდი მიღწევაა. ნაკრების მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყეს მუშაობა, რომ ფინალური ეტაპისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩემი აზრით, კარგი ნაკრები გვყავს და კონკურენცია ნებისმიერთან შეგვიძლია. პირველ მატჩს დიდი მნიშვნელობა ექნება, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ” - განაცხადა გიორგი შერმადინმა.