ლეო ბარსელონაში შენიშნეს | ბრუნდება თუ არა არგენტინელი ნოუ კამპზე? » სპორტის ხაზი

ლეო ბარსელონაში შენიშნეს | ბრუნდება თუ არა არგენტინელი ნოუ კამპზე?

ლეო ბარსელონაში შენიშნეს | ბრუნდება თუ არა არგენტინელი ნოუ კამპზე?
25-04-2023, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი ზაფხულში პარი სენ-ჟერმენს დატოვებს და ბარსელონაში სათამაშოდ დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ლეო ბარსელონაში მართლაც დაბრუნდა, ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ სავახშმოდ. ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მესი კატალონიაში ხორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, არგენტინელ ვარსკვლავს შეუძლია, რომ ფეხბურთის თამაში ევროპის მიღმა დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ გააგრძელოს, თუმცა ერთ-ერთი ვარიანტი ბარსაში დაბრუნებაცაა, რაც თავად ფეხბურთელის უმთავრესი პრიორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის პსჟ-სთან დადებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ბარსელონას კი მისი დამატება უფასოდ შეეძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი