რადარზე კიმია - მანჩესტერ სიტი დაცვაში გაძლიერებას ნაპოლის ფეხბურთელით გეგმავს » სპორტის ხაზი

რადარზე კიმია - მანჩესტერ სიტი დაცვაში გაძლიერებას ნაპოლის ფეხბურთელით გეგმავს

რადარზე კიმია - მანჩესტერ სიტი დაცვაში გაძლიერებას ნაპოლის ფეხბურთელით გეგმავს
26-04-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

თუ ნაპოლის წარმატებაში მონაწილე უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელებს ჩამოვთვლით, ამ სიაში კიმ მინ-ჯე აუცილებლად უნდა მოვახვედროთ, რომელიც გუნდმა თურქეთიდან 20 მილიონად შეიძინა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასში ორჯერ ან სამჯერ მეტის გადახდაც მომგებიანი იქნებოდა.

სწორედ ამიტომ სამხრეთკორეელი ფეხბურთელის გარშემო არაერთი სატრანსფერო სიახლე არსებობს. მაგალითისთვის, The Sun-მა დაწერა, რომ პეპ გვარდიოლა და მისი მანჩესტერ სიტი გამალებით ცდილობენ, რომ აზიელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან ეტიჰადზე იხილონ.

საქმე ისაა, რომ აიმერიკ ლაპორტის მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველია. დიდია იმის შანსი, რომ ესპანელმა მცველმა სიტი დატოვოს, მის შემცვლელად კი მანჩესტერელებს სწორედ კიმი სურთ, რომელსაც დათმობს თუ არა აურელიო დე ლაურენტისი, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ცნობისთვის, კიმს ნაპოლისთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი ფასი კი 50 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი