ზომერი ზაფხულში ბაიერნს დატოვებს? - შვეიცარიელი მეკარე ტუხელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

ზომერი ზაფხულში ბაიერნს დატოვებს? - შვეიცარიელი მეკარე ტუხელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ზომერი ზაფხულში ბაიერნს დატოვებს? - შვეიცარიელი მეკარე ტუხელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
25-04-2023, 16:11
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მანუელ ნოიერი ტრავმის გამო ბაიერნს მიმდინარე სეზონში დააკლდა და ამჟამად გერმანელი მეკარე სარეაბილიტაციო პროცესს გადის - მანუს არ ყოფნაში, ბაიერნმა გლადბახიდან იან ზომერი დაიმატა და სწორედ ის ცვლის ნოიერს.

როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტი და ბაიერნის ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი წერს, ტომას ტუხელი გეგმავს, რომ ნომერ პირველი მეკარე კვლავ მანუელ ნოიერი გახადოს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ტრავმიდან დაბრუნებული 37 წლის მეკარე ძველებურ ფორმას აღიდგენს.

ყოველივე ეს კი ცხადია იან ზომერის გეგმებში არ შედის, შვეიცარიელი კიპერი არ აპირებს რომელიმე კლუბში სათადარიგოთა მეკარე იყოს და თუ მოვლენები ასე განვითარდა, 34 წლის მეკარე ახალი გუნდის ძიებას დაიწყებს და ბაიერნს ზაფხულში დატოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი