“კვარა თუ ლეაუ?” - ტოტიმ ახალგაზრდა ვარსკვლავებზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

“კვარა თუ ლეაუ?” - ტოტიმ ახალგაზრდა ვარსკვლავებზე ისაუბრა

“კვარა თუ ლეაუ?” - ტოტიმ ახალგაზრდა ვარსკვლავებზე ისაუბრა
25-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარულმა წევრმა, ფრანჩესკო ტოტიმ DAZN Italia-სთან ისაუბრა. “რომას” ყოფილმა მოთამაშემ “ნაპოლის” წლევანდელ შესანიშნავ სეზონზე ისაუბრა, აგრეთვე რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც დააფიქსირა თავისი აზრის.

“ვერ ვიფიქრებდი, რომ ნაპოლი ასე იასპარებზდა, მაგრამ წელს მათ ყველა მოკლეს. მთელი გუნდი, მთავარი მწვრთნელი და კლუბში მომუშავე ყველა იმსახურებს შექებას. მიმდინარე სეზონში სპალეტიმ რაღაც განსაკუთრებული შექმნა. ლუჩიანო მსოფლიოს უძლიერეს სპეციალისტთა შორის არის.

კვარა თუ ლეაუ? ჩვენ საუბარი გვაქვს ორ სრულიად განსხვავებულ მოთამაშეზე. პორტუგალირლი ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია, ხვიჩა კი ტექნიკურია და ყოველთვის მცველთან მიდის. დღესდღეობით იტალიის ჩემპიონატში ძნელია ასეთი ფეხბურთელის პოვნა” - განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი