“იგი ნაკლებად დამანგრეველია” - რას წერენ მედიაში ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

“იგი ნაკლებად დამანგრეველია” - რას წერენ მედიაში ხვიჩაზე

“იგი ნაკლებად დამანგრეველია” - რას წერენ მედიაში ხვიჩაზე
24-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და ბოლო წუთებზე ჯაკომო რასპადორის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა. “პარტენოპეი” ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 85 წუთი დაჰყო. მიუხედავას იმისა, რომ მას გოლი არ გაუტანია, თავისი გუნდი შეტევები რამდენიმეჯერ გაამწვავა. საინტერესოა, როგორ გამოეხმაურა მედია მის თამაშს.

Calciomercato.com - " იგი ბზინვარებს, მაგრამ აკლია ისეთი მოქმედება, რომელიც გუნდს 3 ქულას მოუტანს. კარგია, რომ მილანთან გაცუდებული პენალტის სიმძიმის დაუყოვნებლივ ჩამოშორების სურვილი აჩვენა.”

Goal Italia - "მისმა ფეხებმა ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც საინტერესო შექმნას და შესაბამისად, მას სისტემატურად 2 მეტოქე ეთამაშება, კარგი ხარისხი აქვს.”

Eurosport - “ქართველი ნაკლებად დამანგრეველი მოთამაშე გახდა სეზონი პირველ ნაწილთან შედარებით. იუვესთან ბევრს ეცადა, მაგრამ ცოტა რამ გამოუვიდა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი