ნეიმარი: “ამ კლუბში აუცილებლად დავბრუნდები” » სპორტის ხაზი

ნეიმარი: “ამ კლუბში აუცილებლად დავბრუნდები”

ნეიმარი: “ამ კლუბში აუცილებლად დავბრუნდები”
21-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ნეიმარს ტრავმა აქვს და მიმდინარე სეზონი გაუცდა. იგი ამჟამად ბრაზილიაშია. “პსჟ-ის” შემტევი “სანტოსისა” და “იტალიანოს შეხვედრაზე იმყოფებოდა. ბრაზილიელს ქომაგები დიდ ოვაციებით შეხვდნენ.

" ძალიან მიხარია 10 წლის შემდეგ სახლში დაბრუნება. ცუდია, რომ მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ მე "სანტოსის" გამარჯვება ძალიან მსურდა, აქ მათ მხარდასაჭერად მოვედი.

გულშემატკივრების მხრიდან სიყვარული ძალიან გამიხარდა. ეს არის კლუბი, რომელმაც მსოფლიოს კარი გამიღო. აქ დაბრუნებაზე ვოცნებობ და ერთ დღესაც ამას აუცილებლად გავაკეთებ" - განაცხადა 31 წლის შემტევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი