" მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს" - კასანო კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

" მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს" - კასანო კვარაცხელიაზე საუბრობს

" მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს" - კასანო კვარაცხელიაზე საუბრობს
4-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ იტალიურ მედიასთან "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და ორიოდე რამ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა.

"სიგიჟეა, რომ მხოლოდ ნაპოლიმ იმუშავა მის ტრანსფერზე და არცერთ სხვა გუნდს მისი დამატების იდეაც არ ჰქონია. უკვე აღარ ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო მის აღსაწერად. აქამდე მას არ ვიცნობდი, მაგრამ უზარმაზარი პოტენციალი აქვს." - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "აიაქსს" შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი