ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
საპასუხო შეხვერაში ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, რომელმაც დაიო უპამეკანოს შეცდომით ისარგებლა, ხოლო ანგარიშის გათანაბრება ბაიერნმა მხოლოდ 83-ე წუთზე, კიმიხის პენალტით მოახერხა, რაც ცხადია საკმარისი არ აღმოჩნდა.
Sofascore.com-ის ვერსიით, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იოზუა კიმიხი გახდა, რომელმაც შეფასების სახით 8.0 ქულა დაიმსახურა, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება დაიო უპამეკანოს ერგო (5.9) ქულა.
გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას.