"ნაპოლის აშკარა პენალტი წაართვეს, ეს წარმოუდგენელი შეცდომაა" - ყოფილი მსაჯების შეფასება » სპორტის ხაზი

"ნაპოლის აშკარა პენალტი წაართვეს, ეს წარმოუდგენელი შეცდომაა" - ყოფილი მსაჯების შეფასება

"ნაპოლის აშკარა პენალტი წაართვეს, ეს წარმოუდგენელი შეცდომაა" - ყოფილი მსაჯების შეფასება
20-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ჩემპიონთალიგური ზღაპარი 1/4 ფინალში მილანთან მარცხით დასრულდა, - ორი მატჩის ჯამში სტეფანო პიოლის გუნმა 2:1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.

ამ შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, კონკრეტულად კი საქმე 37-ე წუთზე მომხდარ მოვლენას შეეხება, როდესაც ირვინგ ლოსანო რაფაელ ლეაომ უხეში თამაშით საჯარიმოში წააქცია, თუმცა სიმონ მარჩინიაკმა ეპიზოდი გაატარა და ნაპოლის მხოლოდ კუთხური დაუნიშნა.

აი, როგორ ეხმაურებიან სერია A-ს ყოფილი მსაჯები, გრაციანო ჩეზარი და ლუკა მარელი ამ მომენტს:

"რაფაელ ლეაო ჯერ ლოსანოს ფეხს ეხება, შემდეგ კი ბურთს, რაც VAR-მა ვერ შეამჩნია. ეს წარმოუდგენელი შეცდომაა, პენალტი უნდა დანიშნულიყო და ვერ ვხვდები რა მოხდა." - ჩეზარი

"ეს აშკარა პენალტი იყო. მესმის ისეთი სიტუაციები, როდესაც მსაჯები და მათი დამხმარეები უშუალოდ თამაშისას ეპიზოდს სრულფასოვნად ვერ აფასებენ, თუმცა მომენტის ეკრანზე განმეორებით ნახვა ზუსტად ამისთვის შეუძლიათ. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ლეაომ ლოსანოს ფეხში მიარტყა, რის გამოც მექსიკელმა შემტევმა წონასწორობა დაკარგა." - მარელი

მოკლედ, ნაპოლისა და მილანის 1/4 ფინალური წყვილი საკმაოდ სკანდალური გამოდგა. პირველ შეხვედრაში ისტვან კოვაჩი მსაჯობდა, რომელიც უეფას საერთოდ ჩამოაშორეს, მარჩინიაკის გადაწყვეტილებები კი მისმა კოლეგებმა გააკრიტიკეს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი