ისტორიული შედეგი: ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის მიღწევა გაიმეორა » სპორტის ხაზი

ისტორიული შედეგი: ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის მიღწევა გაიმეორა

ისტორიული შედეგი: ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის მიღწევა გაიმეორა
19-04-2023, 02:01
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.

ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა, ხვიჩას სხვაობას შემცირების კარგი შანსი 82-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.8) ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, ამავე გამოცემის მიხედვით ეს ტიტული მილანელთა კარის დარაჯს, მაიკ მენიოს ერგო - 8.4 ქულა.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი ნეიმარის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ერთ მატჩში 10 ან მეტი დრიბლინგის შესრულება მოახერხა - ქართველმა შემტევმა მილანის წინააღმდეგ 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.

პირველად, ამ ტურნირზე ერთ მატჩში 10-ზე მეტი დრიბლინგი ნეიმარმა 2020 წელს, ატალანტას წინააღმდეგ შეასრულა - მაშინ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 15 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი