VIDEO: ყველაზე მეტად განიცადა მარცხი - როგორ ამხნევებდნენ ხვიჩას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ » სპორტის ხაზი

VIDEO: ყველაზე მეტად განიცადა მარცხი - როგორ ამხნევებდნენ ხვიჩას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ

VIDEO: ყველაზე მეტად განიცადა მარცხი - როგორ ამხნევებდნენ ხვიჩას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ
19-04-2023, 01:46
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.

ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა, ხვიჩას სხვაობას შემცირების კარგი შანსი 82-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.8) ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, ამავე გამოცემის მიხედვით ეს ტიტული მილანელთა კარის დარაჯს, მაიკ მენიოს ერგო - 8.4 ქულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩასთან როგორც თანაგუნდელები, ასევე მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მივიდნენ და ქართველი შემტევი გაამხნევეს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი