"მასზე ცუდი მცველი არც მინახავს" - ნაპოლის ფანები რუის გუნდიდან გაგდებს ითხოვენ » სპორტის ხაზი

"მასზე ცუდი მცველი არც მინახავს" - ნაპოლის ფანები რუის გუნდიდან გაგდებს ითხოვენ

"მასზე ცუდი მცველი არც მინახავს" - ნაპოლის ფანები რუის გუნდიდან გაგდებს ითხოვენ
18-04-2023, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს ნაპოლისა და მილანის ჩემპიონთალიგური შეხვედრა, რომლის პირველი ტაიმიც მილანმა 0-1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ დაწინაურებამდე ოლივიე ჟირუს (გოლის ავტორი) შესანიშნავი შანსი პენალტის ნიშნულიდანაც ჰქონდა, რომელიც ფრანგმა ვერ გამოიყენა.

პენალტი მარიო რუიმ აიკიდა, რის გამოც ნაპოლის ფანები ძალიან გაბრაზდნენ. აი, რას წერენ ისინი:

"შეტევაში არაზუსტი პასები აქვს, დაცვაშიც კატასტროფულია"

"გუნდის ყველაზე სუსტი წერტილია და სპალეტი ამას ვერ ხედავს"

"ოლივერა ტყუილად იჩაგრება, ასეთ რუის ყველა აჯობებს"

"მადლობა მერეტს, რომელმაც რუის სისულელე გადაფარა"

"მარიო რუი გასაყვანია და აღარასდროს არ უნდა შემოიყვანონ"

"ყველა ტრავმას იღებს და იქნებ რუიმაც მიიღოს?"

"გაუშვით გუნდიდან, სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს"

"რუი სრული საშინელებაა, ამაზე ცუდი მცველი არ მინახავს"

"მარიო რუის სათადარიგოთა სკამზეც არ დავსვამდი" - წერენ ნაპოლის ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი