"ხვიჩა ჩემპიონი არაა, ამისთვის ეს უნდა გააკეთოს" - იტალიელი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ჩემპიონი არაა, ამისთვის ეს უნდა გააკეთოს" - იტალიელი მწვრთნელი

"ხვიჩა ჩემპიონი არაა, ამისთვის ეს უნდა გააკეთოს" - იტალიელი მწვრთნელი
18-04-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

74 წლის ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა და ამჟამინდელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ფრანჩესკო პაოლო სპეკიამ ნაპოლისა და მილანის დაპირისპირებაზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა:

"ვფიქრობ, რომ ნაპოლიმ მილანში მშვენიერი თამაში ჩაატარა. ისინი ტაქტიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, უბრალოდ მარიო რუის შეცდომის გამო დაისაჯნენ, რომელმაც ცენტრში ასაღები ჯარიმა არ აიღო და სწრაფი კონტრშეტევა არ ჩაშალა."

"მიმაჩნია, რომ ნაპოლიში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი, სტანისლაავ ლობოტკა და კიმ მინ-ჯე არიან, აქედან კი ნიგერიელის დაბრუნება შესაძლოა, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მოთამაშეა. ხვიჩა ჩემპიონი არაა, მას ამ სტატუსის მისაღებად მეტი სტაბილურობა სჭირდება"
- თქვა ფრანჩესკომ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის დაპირისპირება დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი