ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მილანი სტუმრად ნაპოლის დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტოსურათს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა თემაზე შედგა ჯუღელის და ლაურენტისის შეხვედრა, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, დიდი ალბათობით საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო გეგმებზე და შესაძლო განახლებულ კონტრაქტზე იქნებოდა.